"აქ წარმოდგენილ ნაშრომთა დიდი უმრავლესობა პირველად ქვეყნდება. დაწერილია კი ისინი დიდი ხნის წინ, 1932-1951 წლებში.
სრულიად ბუნებრივია, რომ ასეთ შრომებში მოცემული ზოგიერთი მეცნიერული დასკვნა დღეს თვით ავტორს არ აკმაყოფილებს.
მიუხედავად ამისა, ავტორი არ ცდილობს მათ გასწორებას. ასეთი ოპერაცია მოშლიდა ამ წიგნის პირდაპირ მიზანს: იმის ჩვენებას, თუ როგორ თანდათან შეუმუშავდა და ჩამოუყალიბდა ავტორს მეცნიერული წარმოდგენა ისტორიულ გეოგრაფიაზე". - ნიკო ბერძენიშვილი.