ნაშრომში განხილულია ეროვნული უშიშროების თეორიის პრობლემის არსი და საწყისი დებულებები, მისი მეთოდოლოგიური საფუძვლები; ქვეყნის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, ეროვნული ინტერესებისა და უშიშროების უზრუნველყოფის სტრატეგიული პრიორიტეტები, ეროვნული უშიშროების საფრთხეები, მუქარები, გამოწვევები და რისკები. გადმოცემულია მისი სამართლებრივი რეგულირების თავისებურებები, მის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსა და საზოგადოების საქმიანობის პრინციპები, ძირითადი მიმართულებები, საშუალებები, ფორმები და მეთოდები.