წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ვრცელ მონოგრაფიულ გამოკვლევას სისხლისსამართლებრივ ბრალზე. ქართულ სისხლის სამართალში ეს პირველი მონოგრაფიაა, რომელშიც საფუძვლიანად შეისწავლება ბრალის ცნების წარმოქმნისა და განვითარების პროცესი და მისი თანამედროვე მდგომარეობა, რის შემდგომაც ჩამოყალიბებულია ბრალის სისხლისსამართლებრივი ცნების ახლებური დეფინიცია.