ბიზნესის ფინანსური ანატომია, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულის ფასი, დროში გაყიდვებისა და ბაზრის მონაცემების ანალიზი, ამ და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი თემის გაცნობის შემდეგ თქვენ გაიღრმავებთ ცოდნას ფინანსური მართვის მიმართულებით. თუ თქვენ ხართ ტოპმენეჯერი ან უბრალოდ გაინტერესებთ ფინანსები, ამ წიგნის დახმარებით შეძლებთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ მენეჯერულ საქმიანობაში. ავტორი მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე გადმოსცემს ფინანსური მართვის საკვანძო კომპეტენციებს, რაც გამოსადეგს ხდის წიგნს ყველა არაფინანსისტი ბიზნესში მოღვაწე მენეჯერისთვის. ამ წიგნის წაკითხვა გაზრდის თქვენი კომერციულ-ფინანსური გადაწყვეტილებების ხარისხს, რაც თავისთავად აისახება თქვენს გრძელვადიან წარმატებაზე.