ესეების კრებული ქართული ენის თანამედროვე სტრუქტურის დეკონსტრუქციის მცდელობაა. ის იკვლევს სახელმწიფო ენის ფორმირების პროცესსა და მის შინაგან მახასიათებლებს – დიალექტებსა და სოციოლექტებს, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ კლასებსა და ჯგუფებს ეკუთვნით. ენა, რომელიც ისმის, ძალაუფლების ენაა. ყველაფერი, რასაც საჯაროდ გამოჩენის უფლება აქვს, ამ ენის გრამატიკის კანონებს უნდა ექვემდებარებოდეს. სხვა ენა არსებობის უფლებაჩამორთმეული ენაა, რომელსაც სამეტყველო ასპარეზი არასდროს ეთმობა.