ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

წინანდლელი გენერლები

გამოცემის წელი2023
გამომცემლობაჩემი გამომცემლობა

ავტორმა წინამდებარე გამოცემა მშობლიურ სოფელს - წინანდალს და აქ მოსახლე წინაპრების ცხოვრებას და მოღვაწეობას მიუძღვნა, ისევე როგორც მისი პირველი წიგნი - „წინანდალი - საქართველოს მკერდის მძივი“. წინანდალს, როგორც ტურიზმისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს, არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც გამორჩეული ადგილი უკავია. სოფელს ყოველწლიურად ასი ათასზე მეტი უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი სტუმრობს. დღითიდღე იზრდება მისი მნიშვნელობა, როგორც კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო საქმიანი შეხვედრებისა თუ უცხოეთის სამთავრობო დელეგაციების მიღების ადგილი.