„„ვინც საქართველოს და აბხაზეთის ისტორიას იცნობს, მისთვის შეუძლებელია მათი განცალკევების თუნდაც უბრალო წარმოდგენა“ – ასეთი რწმენით იცხოვრა და იღვაწა აფხაზეთის მთავრობის პირველმა თავმჯდომარემ, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა დიმიტრი (არზაყან) ემუსვარმა, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას რომანის პერსონაჟის პროტოტიპი გახდა; სწორედ იმ წლებში, როცა ,,მთვარის მოტაცება“ იწერებოდა, ემიგრანტი დიმიტრი ემუსვარი პრაღაში ცხოვრობდა და ძალისხმევას არ იშურებდა სამშობლოს დაკარგული თავისუფლების აღდგენისათვის. წინამდებარე ნაშრომი მისი დიდი და ტრადიციული აფხაზური ოჯახის ერთ-ერთი გენეტიკური და სულიერი მემკვიდრის – ქალბატონ ნატო მარშანიას ემოციური მოგონებებით, სხვადასხვა არქივსა თუ დოკუმენტში მოძიებული ინფორმაციით აიკინძა და ფართო საზოგადოებისათვის ჭეშმარიტი აფხაზი მამულიშვილის, საქართველოს დიდი პატრიოტის, ემიგრაციაში სამშობლოს თავისუფლებაზე აუხდენელი ოცნებითა და ღვაწლით აღსრულებული ტანჯული მოღვაწის შესვენების გარდა სხვა პრეტენზია არ გააჩნია... ავტორი იმედოვნებს, რომ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ღვაწლი უთუოდ იპოვის პროფესიონალ შემფასებელს მეცნიერ-პოლიტოლოგთა, ისტორიკოსთა შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა „ისტორიული, ბუნებრივი ერთობა ორი დასაბამიდან მოძმე და მონათესავე ხალხისა“ უმძიმესი საფრთხის წინაშეა, როცა ორივე ხალხის მონდომება, თანადგომა, ბრძნული პოლიტიკაა ჰაერივით აუცილებელი ამ ერთობის აღდგენისათვის".