ფოლკლორული შემოქმედება მდიდარია საკრალური ელემენტებით. ისინი ავსებენ ხალხურ წარმოდგენებს ზებუნებრივ არსებათა ქმედებებისა და ისტორიული დროის მიღმა მომხდარი მოვლენების შესახებ. წიგნში შესულია ის შრომები, რომლებშიც ავტორი ხალხური ტრადიციიდან მომდინარე საკრალური ცოდნის ფორმებსა და ელემენტებს განიხილავს. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რუსთველოლოგიის საკითხებს, ინიციაციის ისტორიებს, ავტორის გამოხმაურებას ფოლკლორისტული კვლევებისა თუ ხალხური სიტყვიერების თანამედროვე სამეცნიერო გამოცემების შესახებ.