საბუთი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

დოკუმენტი, რაიმე სახის საქმიანი ქაღალდი, ცნობა

რაიმეს დამამტკიცებელი ფაქტი, ნივთი, დოკუმენტი და ა.შ.

ალიბი

საბუთი, რომელიც ბრალდებულის უდანაშაულობას უჩვენებს

არგუმენტი

რაიმეს დასამტკიცებლად მოყვანილი საბუთი ან დასაბუთება

ატესტატი

სასწავლებლის დასრულების ოფიციალური მოწმობა

მოწმობა სამეცნიერო ან სხვა, სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ

ჰიპერონიმი

მოწმობა, რომლის საფუძველზეც სამხედრო მოსამსახურის ხელფასის ნაწილს მისი ოჯახის რომელიმე წევრი იღებს  (მოძვ.)

ჰიპერონიმი

აქტი

განსხვავებული დანიშნულების მქონე ოფიციალური დოკუმენტი

ბილეთი

ამობეჭდილი ფურცელი, რომელიც ტრანსპორტში ან რომელიმე დაწესებულებაში შესვლის უფლებას იძლევა

რომელიმე ორგანიზაციისადმი მიკუთვნების დამადასტურებელი საბუთი

სინონიმი

ჰიპერონიმი

დადასტურება

დიპლომი

საბუთი, რომელიც ადასტურებს უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის დასრულებას

საბუთი, რომელსაც ვინმეს აძლევენ რაიმე საქმეში წვლილის შეტანისათვის

დოკუმენტი

კონკრეტული მოვლენის, ფაქტის დამადასტურებელი რამ

კონტრაქტი

ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული

მოწმე

ის, რაც რაიმეს ადასტურებს

მოწმობა

მტკიცებულება

რაიმეს დამამტკიცებელი საბუთი

ოქმი

საბუთი, რომელიც აღწერს რაიმე შეკრებისა თუ დაკითხვის მიმდინარეობასა და გადაწყვეტილებას

საბუთი, რომელსაც მოწმეები ხელს აწერენ რაიმეს დასადასტურებლად

საბუთი, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს ადგენენ

დიპლომატიაში – საბუთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებას გამოხატავს  (სპეც.)

პასპორტი

რამდენიმეგვერდიანი საბუთი, რომელშიც მითითებულია პიროვნების სახელი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა და ა. შ.

ის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ადასტურებს ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალების კუთვნილებას, ტექნიკურ და საექსპლუატაციო მახასიათებლებსა და ა. შ.

საბუთი ან მოწმობა, რომელიც აპარატურას (ან სხვა ნივთს) მოჰყვება და აღწერს მის წარმოებას, მოხმარებასა და ა. შ.

საბუთი, რომელიც რაიმეს დაწვრილებით აღწერს

შინაური ცხოველის (ძირითადად, კატისა და ძაღლის) მოწმობა, საბუთი, რომელშიც მითითებულია მისი დაბადების თარიღი, ჯიში, აცრები და ა. შ.

სინონიმი

ჰიპერონიმი

პირადობა

პირადობის მოწმობა  (საუბ.)

სამხილი

იურისპრუდენციაში ‒ ინფორმაცია, ფაქტი, რომელიც გამოიყენება სასამართლოში რაიმეს დასამტკიცებლად  (დარგ.)

საფუძველი

საშვი

დოკუმენტი, რომელიც მფლობელის სადმე შესვლის უფლებას ადასტურებს

ჰიპონიმი

სიგელი

რაიმე წარმატების ან დამსახურების აღსანიშნავი ფურცელი, საბუთი

ჰიპერონიმი

კოჰიპონიმი

მეფის ან თავადის მიერ გაცემული საბუთი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა  (ისტ.)

ჰიპერონიმი

ტალონი

საბუთის მეორე ეგზემპლარი, რომელიც წიგნაკზე რჩება (ჩეკის, ორდერის და ა. შ.)

უწყისი

სია, რომელშიც აღნიშნულია სხვადასხვა მონაცემი (მიღება, გაცემა...)

ქვითარი

თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი

ცნობა

რაიმეს დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი

ხელწერილი