ჭურჭელი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

საერთო სახელი სასმელ-საჭმლის მოსათავსებელი ღრუიანი ნივთებისა.

აბაზანა

ჭურჭელი, რომელსაც წყლით ან სხვა სითხით ავსებენ და წვებიან (საბანაოდ ან სამკურნალოდ)

ჰიპერონიმი

ავზი

ლითონის დიდი ჭურჭელი, რომელშიც სითხეს ინახავენ

ამპულა

ჰერმეტულად დახურული მილისებრი ჭურჭელი წამლისათვის

ასიანი

ჭურჭელი, რომელშიც ასი კოკა ჩადის (ძირითადად, ქვევრი)

ბადია

სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ქუსლიანი ჯამი

ჰიპერონიმი

კოჰიპონიმი

ამწეზე დაკიდებული დიდი ჭურჭელი (ლითონისა), რომლითაც სხვადასხვა რამეს ეზიდებიან  (დარგ.)

ჰიპერონიმი

ბაკანი

ხის ან სპილენძის დიდი ჯამი

ბალონი

მინის დიდი ჭურჭელი, რომელსაც ვიწრო ყელი აქვს

ბარძიმი

სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ფეხიანი ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია ზიარებისთვის

ჰიპერონიმი

კოჰიპონიმი

ბოთლი

პატარა ან საშუალო ზომის ვიწროყელიანი ჭურჭელი

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

ბოცა

დიდი ბოთლი, წნულით დაფარული, გამოიყენება ალკოჰოლური სასმლის ჩასასხმელად, ძირითადად, ღვინისთვის

გეჯა

ჭურჭელი, რომელსაც მთლიანი მორის ამოჭრით ამზადებენ და რომელსაც იყენებენ საქონლის სასმელი წყლისა თუ საჭმლისათვის, სარეცხის გასარეცხად და ა. შ.

გობი

ხის ჭურჭელი, რომელსაც ამოთლით და ნაწილების შეკავშირებით ამზადებენ

გრაალი

ლეგენდის მიხედვით, ძვირფასი ქვისგან დამზადებული ჭურჭელი, რომელსა სასწაულებრივი ძალა ჰქონდა

გრაფინი

მინის ჭურჭელი, რომელსაც აქვს ვიწრო ყელი, გამოიყენება წყლის ან სხვა სასმლის ჩასასხმელად

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

დოქი

სხვადასხვა ზომის, ყურიანი, თიხის ჭურჭელი სითხის ჩასასხმელად.

ვარცლი

ხის მოგრძო და ღრმა ჭურჭელ ცომის საზელად

სინონიმი

ჰიპერონიმი

ვედრო

სხვადასხვა დანიშნულებით გამოსაყენებელი ჭურჭელი, ფართოპირიანი, ხელის მოსაკიდებელი რკალით, მზადდება სხვადასხვა მასალით

სინონიმი

ჰიპერონიმი

თერმოსი

თუნგი

თუნუქი

თუნუქის ჭურჭელი  (გადატ.)

სინონიმი

ჰიპერონიმი

კანისტრა

კასრი

ხის (ან ლითონის) დიდი ჭურჭელი, ცილინდრული ფორმისა, აქვს ბრტყელი ძირი და ცოტათი გამოზნექილი მუცელი

ხორბლეულის საწყაოდ გამოყენებული ხისგან დამზადებული ნივთი  (ძვ.)

კეცი

ჭურჭელი, რომელსაც ამზადებენ თიხისა თუ თირის ქვისგან და რომელშიც პურს, მჭადს და ა. შ. აცხობენ

კოდა

გულგამოთლილი მორისგან გაკეთებული დიდი ჭურჭელი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ: ინახავენ მარცვლეულს, ფქვილს, რძის ნაწარმს ან წყაროსთან დგამენ, რათა საქონელი დარწყულდეს

სინონიმი

ჰიპერონიმი

კოდი

ჭურჭელი, რომელსაც ამზადებენ მორისგან და იყენებენ მარცვლეულის, ფქვილისა და რძის ნაწარმისთვის

სინონიმი

ხის ჭურჭელი, რომელსაც წყაროსთან დგამენ საქონლისათვის

სინონიმი

კოკა

თიხის ვიწროყელიანი და დიდმუცლიანი ჭურჭელი

ჰიპერონიმი

კოლბა

ჭურჭელი, რომელსაც აქვს მაღალი ყელი და რომელსაც იყენებენ ლაბორატორიაში

კუბი

ჭურჭელი, რომლითაც სითხეს ადუღებენ ან გამოხდიან

ჰიპერონიმი

კუბო

სხვადასხვა მასალის ყუთი მიცვალებულის ჩასასვენებლად

კულა

ლანგარი

ჭურჭელი რძისთვის  (კუთხ.)

ჰიპერონიმი

ლითონი

ქვა, რომელსაც ეყრდნობა თიხის ჭურჭლის ჩარხის ღერძი  (კუთხ.)

ლიტრა

მათარა

სამგზავრო ჭურჭელი წყლისთვის (უმეტესად – ქამარზე ჩამოსაკიდებელი)

ჰიპერონიმი

კოჰიპონიმი

მარცვლეულის ან ხილეულის ჭურჭელი, მზადდება ხის ქერქისგან  (კუთხ.)

ჰიპერონიმი

მათლაფა

წვნიანი კერძებისთვის განკუთვნილი ღრმა თეფში

მინა

მინის ჭურჭელი  (ძვ.)

ჰიპერონიმი

რეზერვუარი

როფი

ხის დიდი პირღია ჭურჭელი

საზომი

სათლი

საკაცე

სამარილე

სამელნე

ჭურჭელი, რომელშიც მელანს ასხამენ

სარძევე

რძის ჩასასხმელად განკუთვნილი ჭურჭელი

სასმისი

საფერფლე

სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ჭურჭელი სიგარის, სიგარეტისა და მისთ. ფერფლისა და ნამწვავების ჩასაყრელად

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

საშაქრე

ჭურჭელი, რომელშიც შაქარი ყრია

ჰიპერონიმი

საჩაიე

სინი

ლითონის დიდი, გაშლილი, თეფშისმაგვარი ნივთი

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

სინჯარა

მინის ჭურჭელი, რომელსაც აქვს მილის ფორმა და რომელსაც იყენებენ ლაბორატორიებში

სურა

ტარა

პროდუქტის მოსათავსებლად განკუთვნილი ჭურჭლისა და ნივთების საერთო სახელწოდება

ტაფა

ბრტყელი და მრგვალი ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება საჭმლის შესაწვავად ან მოსახრაკავად

ტაშტი

ლითონის ან პლასტმასის ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ხელ-პირის დასაბანად, გასარეცხად და ა. შ.

ურნა

სპეციალური ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია კრემაციის ფერფლისათვის

ფლაკონი

რაშიც ასხამენ სუნამოსა თუ ოდეკოლონს

ქვაბი

ქვევრი

ღვინის შესანახი დიდი ჭურჭელი, რომელსაც მიწაში ფლავენ

ქილა

სხვადასხვა მასალის პირფართო და უმუცლო ჭურჭელი, რომელშიც ინახავენ პროდუქტებს

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

ქოთანი

თიხის პირფართო, განიერმუცლიანი ჭურჭელი

ყავადანი

ყავის მოსადუღებელი ჭურჭელი

სინონიმი

კოჰიპონიმი

ყანწი

საპოხი საპნის ჭურჭელი ურმის ღერძისათვის  (კუთხ.)

ჰიპერონიმი

ყულაბა

ფულის შესაგროვებელი ვიწროჭრილიანი, პატარა, დახურული ჭურჭელი

ჩაიდანი

მილის მსგავსი ტუჩის მქონე ჭურჭელი, რომელიც მზადდება სხვადასხვა მასალით და გამოიყენება წყლის ასადუღებლად ან ჩაის დასაყენებლად

ჩაფი

ჩინი

იმ სტილის ჭურჭელი, რომელიც ამ ქვეყანაში მზადდებოდა

ჰიპერონიმი

ცისტერნა

ჭურჭლეული

სხვადასხვა სახის ჭურჭლის ერთობლიობა  (კრებ.)

ხამანწკა

ნიჟარის ფორმის სასმისი  (კუთხ.)

ხელადა

ფართოპირიანი, ვიწროყელიანი, მრგვალმუცლიანი თიხის ჭურჭელი

ხონჩა

მოგრძო, გულამოღებული ტაბაკი

ჯამი