ავტორის შესახებ
ვალერი ლორია ( დ. 22 იანვარი, 1936, ბათუმი – 30 აგვისტო, 2011, თბილისი ) – იურისტი, ადმინისტრაციული სამართლის მკვლევარი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1982). დაამთავრა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი (1959), 1960–2005 მუშაობდა თსუ-ში, იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი (1970–1975), სამართლის საფუძვლების (1989–2001) და ადმინისტრაციული სამართლის კათედრების გამგე (2001–2005).