სახელმძღვანელო წარმოადგენს პირველ ცდას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის საკითხების თანმიმდევრულად და სრულყოფილად გაშუქების მიზნით. მასში ახსნილია ადმინისტრაციული პროცესის კარდინალური პრობლემები, გადმოცემულია ცალკეულ ავტორთა შეხედულებები, განხილულია ქართული და უცხოური ლიტერატურა ადმინისტრაციულ პროცესთან დაკავშირებით შრომაში გაანალიზებულია საქართველოში მოქმედი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ-პროცესუალური კანონმდებლობა.