ციფრული ბიბლიოთეკა

ბიკენტი გაბიძაშვილი

1935 - 2013

ავტორის შესახებ

ბიკენტი გაბიძაშვილი ( დ. 10 მარტი, 1935 – გ. 2013 ) – ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი(1986), პროფესორი(1886).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1961წწ. მუშაობდა უფროს ეკონომისტად ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში; 1961–1968წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1968–1970წწ. იყო საქართველოს საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკური მართვისა და დაგეგმვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტში სახალხო მეურნეობის ოპტიმალური მართვისა და დაგეგმვის სექტორის გამგე; 1970–1974წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი; 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის კათედრის გამგე; 1992 წლიდან თბილისის ეკონომიკისა და სტატისტიკის ინსტიტუტის რექტორი.