წიგნში გაანალიზებულია ძირეული თვისებრივი და რაოდენობრივი ცვლილებები, რომლებიც საუკუნეების მიჯნაზე მიმდინარეობს საქართველოში. სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების პერსპექტივებზე საუბრისას ავტორი აყენებს საკითხს სოციუმის განვითარებისადმი როგორც საერთო საცივილიზაციო მიდგომების, ისე საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინების შესახებ. კრებულში თავმოყრილია ავტორის 1997-2004 წლების მოხსენებები, სტატიები და ინტერვიუები.