ავტორის შესახებ
ზაალ კიკვიძე (დ. 1958) – 1978 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია მემბრანების ბიოლოგიის განხრით თემაზე: „ნატრიუმ-კალიუმ-ატეფაზის ფუნქციური რეგულაცია“. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის, შემდეგ ბოტანიკის ინსტიტუტში, ასევე – საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტში. 1993-1994 წწ. გაიარა ეკოლოგიური განათლების კურსი გლაზგოს სტრათკლაიდის უნივერსიტეტის ჯორდანჰილის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). 1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბიოლოგიური სისტემების სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია“. ატარებდა პოსტსადოქტორო კვლევებს ჩიბას უნივერსიტეტსა (იაპონია) და არიდული ზონების ექსპერიმენტულ სადგურში (ალმერია, ესპანეთი), იყო ტოკიოს უნივერსიტეტის (იაპონია) ასოცირებული პროფესორი.