პალეონტოლოგიის, გენეტიკის, სოციოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის თეორიის და სხვა საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მონაცემების და მეთოდების დახმარებით პროფ.თევზაძე იკვლევს და აყალიბებს საკუთარ თეორიას, თუ როგორ გახდა შესაძლებელი homo sapiens sapiens. ამ ამოცანის გადასაჭრელად ავტორი პასუხებს სცემს ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს, როგორიცაა: რა ევოლუციური განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველს შორის, რა კავშირია ადამიანების ხელოვნებასა და ცხოველთათვის დამახასიათებელ მიმიკრიას შორის, რა არის სიყვარულის ევოლუციური საფუძვლები, რა როლი შეიძლება ჰქონოდათ ნეანდერტალელებს ადამიანების პირველ საზოგადოებებში და კონკრეტულად, ქალთა ემანსიპაციაში, რა ევოლუციური საფუძველი აქვს ადამიანთა საზოგადოებაში ჰომოსექსუალურ ქცევას, ვინ არიან შამანები და რა ევოლუციური ფუნქცია აკისრიათ, როგორ მოშინაურდნენ ცხოველები, რატომ არსებობს ე.წ. ინტელექტუალთა ფენა, რატომ გახდა ქრისტიანობა მსოფლიო რელიგია.
საკითხების სირთულის და მრავალფეროვნების მიუხედავად, წიგნი დაწერილია მაქსიმალურად გასაგები ენით და არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ცოდნას მკითხველისაგან.