ავტორის შესახებ
ლეილა ბერიაშვილი ( დ. 1937 ) – ფილოლოგი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგის სპეციალობით. 1972 – 2006 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განხრით. ლეილა ბერიაშვილი საგამომცემლო საქმითაა დაკავებული, ქაჩხაძის გამომცემლობის დაფუძნების დღიდან მრავალი წიგნის რედაქტორია და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგამომცემლო პოლიტიკის განსაზღვრაში. 2009 წელს გამოიცა ლეილა ბერიაშვილის მიერ ადაპტირებული წიგნი "სულხან-საბას იგავები", ხოლო 2013 წელს - "საბავშვო ვეფხისტყაოსანი".