მესხეთის ბუნებრივი პირობებისა და მეურნეობის დარგების დახასიათებასთან ერთად, ნაშრომში განხილულია წლიური სამეურნეო ციკლი მემინდვრეობაში, შრომის იარაღების, შრომის პროცესებისა და სოციალური ხასიათის ინსტიტუტების წარმოდგენით. ტერასული მეურნეობის ეთნოგრაფიული მესწავლა ამჟღავნებს მეურნეობის აღნიშნული დარგის ადგილობრივ ღრმა ტრადიციებს, რომლის ფესვები უძველეს სამიწათმოქმედო კულტურებში იძებნის ადგილს.