ავტორის შესახებ
ზურაბ ტატაშიძე ( დ. 24 სექტემბერი, 1928 – გ. 12 ივნისი, 2011 ) – ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1992–2006), საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1998–2004). მუშაობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად (1954–57), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1958–60), თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროს მასწავლებალად (1958–59), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის განყოფილების გამგედ (1975–90), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის გამგედ (1983–93), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად (1990–93)