ნაშრომში გაშუქებულია წყალტუბოს კირქვულ მასივზე 2006-2009 წლებში ავტორთა მიერ ჩატარებული კომპლექსური გამოკვლევების შედეგები. განხილულია წყალტუბოს უნიკალური მღვიმის აღმოჩენის მოკლე ისტორია, კირქვული მასივის გეომორფოლოგიური თავისებურებანი, მღვიმურ სისტემაში შემავალი ცალკეული სიღრუეების მორფოლოგიური აღწერილობა, კლიმატური და ჰიდროლოგიური თავისებურებანი, მღვიმის ჰაერის აეროიონიზაციური და რადიოლოგიური მდგომარეობა, კალციტური ნაღვენთი ფორმების წარმოშობის პირობები და მღვიმური სისტემის გამოყენების პერსპექტივები.