ავტორის შესახებ
ჟულიენ გრაკი ( ლუი პუარიე ) ( დ. 27 ივლისი, 1910 – გ. 22 დეკემბერი, 2007 ) – ფრანგი მწერალი. იგი პედაგოგობის პარალელურად ფსევდონიმით აქვეყნებდა რომანებს. 1951 წელს რომანს ,,სირტის ნაპირები“ გონკურის პრემია მიენიჭა, მაგრამ მან პრემიაზე უარი განაცხადა. იგი 29 ნაწარმოების ავტორია მათ შორის რომანების, ესეების, პიესების... 1985 წლის გრაკმა გამოაქვეყნა ,,ქალაქის ფორმა“, რომელშიც ის ქალაქ ნანტზე ყვება, სადაც ლიცეუმში სწავლის რამდენიმე წელი გაატარა.