ციფრული ბიბლიოთეკა

ვახტანგ ჯაოშვილი

1914 - 1997

ავტორის შესახებ

ვახტანგ ჯაოშვილი ( დ. 25 თებერვალი (10 მარტი), 1914, ბილიასუვარი, ბაქოს გუბერნია, ახლანდელი აზერბაიჯანი – გ. 26 მარტი, 1997, თბილისი ) – ქართველი ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1980-1996), სკკპ წევრი 1939 წლიდან.