ნაშრომი წარმოადგენს ქვემო ქართლის ეკონომიკური ქვერაიონის კომპლექსურ ეკონომიკურ-გეოგრაფიულ გამოკვლევას. განხილულია ქვერაიონის საწარმოო ძალთა ორგანიზაციის ძირითადი პრობლემები და მოცემულია სამეურნეო კომპლექსის განვითარების პროგნოზი. ქვერაიონი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს, სადაც საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა მრავალდარგოვანი ტერიტორიულ-სამეურნეო კომპლექსი. გამოკვლევა მთლიანად შესრულებულია იმ ძირეული სოციალ-ეკონომიკური ამოცანების გათვალისწინებით, რომელიც დგას ქვერაიონის წინაშე.