ავტორის შესახებ
ნუგზარ ალექსიძე ( დ. 9 ივნისი, 1935 ) – ბიოლოგი, მეცნიერი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს. 1973-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოლოგიის სპეციალობების სამეცნიერო და სასწავლო საქმიანობების კოორდინაციის კონსულტანტი; სოროსის ფონდის პროფესორი (1995); 1999 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 სახელმძღვანელო, 4 მეთოდური მითითება და მონოგრაფიები. არის 18 გამოგონების ავტორი. შეყვანილია მსოფლიოს 500 გამოჩენილ მეცნიერთა სიაში. 1979 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; დასახელებულ იქნა ABI, "წლის ადამიანად" (1997, 2005), მიღებული აქვს: საქართველოს საპატრიარქოს სიგელი (2007), ა. პალადინის სახელობის მედალი (1984), ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ფედერაციის მედალი (1984); კემბრიჯის ინტერნაციონალური ბიოგრაფიული ცენტრის მიერ დასახელებულ იქნა "საუკუნის ადამიანად" (1999).