ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ეკოლოგიური ბიოქიმიის საფუძვლები

გამოცემის წელი2010
გამომცემლობაუნივერსალი
რედაქტორიირაკლი ელიავა

მონოგრაფიაში განხილულია გარემოსადმი მცენარეთა და ცხოველთა ადაპტაციის ბიოქიმიური მექანიზმები, ეკოტოქსიკოლოგიისა და სოციალური ეკოლოგიის საკითხები. ფართოდ არის გაშუქებული ცოცხალ ორგანიზმებს შორის ეკოლოგიური ურთიერთობის საკომუნიკაციო საშუალებები, მცენარეული, და ცხოველური წარმოშობის შხამები და ტოქსინები, მათი დეტოქსიკაციის მექანიზმები და მედიცინასა და სახალხო მეურნეობაში მათი გამოყენების პერსპექტივები. წარმოდგენილია უახლესი მონაცემები რიცინის, ლექტინების, ფერომონებისა და ალელოპათიის ეკოლოგიური როლის შესახებ. ცხოველთა კვება შეფასებულია როგორც სოციალური ქცევის მამოძრავებელი ფაქტორი. არის მცდელობა გარემოსა და ქსენობიოტიკებთან ორგანიზმების ადაპტაციის ზღვრის დადგენისა, რაც მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკურ შესაძლებლობებს ემყარება. სპეციალური თავია მიძღვნილი სოციალური ეკოლოგიის საკითხებისადმი, სადაც დეტალურადაა განხილული სოციალური და ინფორმაციული სტრესის, აგრესიის, თვითმკვლელი და მკვლელი ორგანიზმების ფორმირების ბიოქიმიური საფუძვლები. გაანალიზებულია გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების პრობლემა და მათი გამოყენების პერსპექტივები, მუსიკა განიხილება როგორც ეკოლოგიური ფენომენი, ადამიანის სამკურნალო საშუალება.