ავტორის შესახებ
ბესარიონ კათალიკოსი - ქართველი სასულიერო პირი, დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რომელიც ავტორია ქრისტიანული მწერლობის (ჰაგიოგრაფია, ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, პოლემიკა) მრავალი ნაწარმოებისა. თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში იგი (1724-1737) საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იყო და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული.