წინამდებარე ნაშრომის ავტორია XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე ცნობილი სასულიერო პირი, დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი, რომელიც ავტორია ქრისტიანული მწერლობის (ჰაგიოგრაფია, ლიტურგიკა, ჰიმნოგრაფია, პოლემიკა) მრავალი ნაწარმოებისა.