ავტორის შესახებ
დავით გაჩეჩილაძე ( დ. 19 ნოემბერი, 1902- გ. 24 აგვისტო, 1974)- დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ "წინსვლის ემბლემაში" გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული (1941). 20-იან წლებში "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების ლაიტმოტივია პატრიოტიზმი; ეკუთვნის ტრაგედიები ("ბახტრიონი" - ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, თარგმანები (სოფოკლეს, კალდერონის, ლერმონტოვის, ჩაპეკის, ჰიქმეთის თხზულებებისა), საბავშო წიგნები ("უშიშროების ანბანი", 1949, "ტყუილს მოკლე ფეხი აქვს", 1957, "ბრიყვი მგელი", 1964) და სხვა.