"თავის თავის დარაჯი " კალდერონის ერთ-ერთი გამორჩეული პიესა, სადაც სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ და მძაფრად ვითარდება. პიესის მთავარ გმირს, გლეხ ბენიტოს, უცნაური შემთხვევა უჩვეულო მდგომარეობაში აგდებს. იგი შემთხვევით იპოვის სიცილიის პრინცისაგან ბუჩქებში დამალულ ტანისამოსსა და საჭურველს, იმ პრინცისა, რომელმაც დიდგვაროვანი მოკლა. შესაბამისად, ნამდვილი მკვლელი ბენიტო აღმოჩნდება, რადგან მკვლელის ტანსაცმელი აცვია. მოვლენებიც ამ შემთხვევითობის გარშემო ვითარდება.