ავტორის შესახებ
იმანუელ კანტი ( დ. 22 აპრილი 1724, კენიგსბერგი – გ. 12 თებერვალი 1804, იქვე ) – გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მიმართულებებით.