წიგნი შედგება რამდენიმე ძირითადი განყოფილების, დამატების და დანართებისგან, ესენია: პირველი განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ შესავალ მუხლებს; მეორე განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ განმსაზღვრელ მუხლებს; დამატება პირველი – მარადიული მშვიდობის გარანტიის შესახებ; დამატება მეორე – საიდუმლო მუხლი მარადიული მშვიდობის შესახებ; დანართი პირველი – მორალსა და პოლიტიკას შორის არსებული შეუთავსებლობა მარადიული მშვიდობის ჭრილში; დანართი მეორე – პოლიტიკასა და მორალს შორის არსებული თავსებადობა საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ცნების საფუძველზე. წიგნს თან ერთვის მთარგმნელის გამოკვლევა და შენიშვნები.