ავტორის შესახებ
ჯონ ენტონი ბერჯეს უილსონი, ცნობილია ფსევდონიმით ენტონი ბერჯესი ( დ. 25 თებერვალი, 1917 – გ. 22 ნოემბერი, 1993 ) – ინგლისელი მწერალი და კომპოზიტორი. მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომია დისტოპიური სატირა „მექანიკური ფორთოხალი“, რომელმაც სტენლი კუბრიკის 1971 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ეკრანიზაციის გამოსვლის შემდეგ მოიპოვა ცნობადობა.