წიგნი დიდი ამერიკელი მწერლის – ერნესტ ჰემინგუეის ცხოვრების თავისებური მხატვრული მატიანეა, რომელიც, ამასთანავე, უხვად არის ილუსტრირებული სათანადო ფოტოსურათებით. ძალზე საინტერესოდ არის აღწერილი სახელოვანი მწერლის ცხოვრების გზა, ის გარემო, რომელშიც იქმნებოდა მისი საუკეთესო ნაწარმოებები და ის ადამიანები, რომლებთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. ეს წიგნი დააინტერესებს ყველას, ვისაც უყვარს ჰემინგუეის შემოქმედება და ბიოგრაფიული ჟანრი.