ციფრული ბიბლიოთეკა

დაგლას ადამსი

1952 - 2001

ავტორის შესახებ

დაგლას ნოელ ადამსი (დ. 11 მარტი, 1952 — გ. 11 მაისი, 2001) — ინგლისელი მწერალი, სცენარისტი, ესეისტი, იუმორისტი და დრამატურგი. ცნობილია რომანით„ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ (ინგლ. The Hitchhiker's Guide to the Galaxy), რომელიც თავდაპირველად BBC-ის რადიო-კომედია იყო, შემდეგში კი ხუთი წიგნისგან შემდგარ სერიად გადაიზარდა და ავტორის სიცოცხლეში 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა, გადაიღეს იმავე სახელწოდების ტელესერიალი, დაიდგა რამდენიმე პიესალ, შეიქმნა ვიდეო თამაში და 2005 წელს იმავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს. გაერთიანებული სამეფოს რადიოში შეტანილი წვლილისთვის ადამსი რადიო აკადემიის დიდების ხეივანში შეიყვანეს.