სამყაროს დასალიერიდან წარსულში აღმოჩენილ ართურს კვლავ ეღირსა თავისი მშობლიური პლანეტის ხილვა, თუმცა სულ სხვა ეპოქებში… იმ დროსაც კი შეესწრო, როცა ინგლისში ჩატარებულ, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კრიკეტის ჩემპიონატზე სამყაროს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. ეს არეულობა კი პლანეტა კრიკიტის ვითომდა უწყინარი მცხოვრებლების ახირების დამსახურება იყო – მათ ხომ მოწყენილობისა და რაღაც დიადი მისიის აღსრულების სურვილის გამო სამყაროს განადგურება გადაწყვიტეს…