ავტორის შესახებ
ალექსანდრე ყაზბეგი ( დ. 20 იანვარი [ძვ. სტ. 2 იანვარი], 1848], სტეფანწმინდა – გ. 22 დეკემბერი, 1893, თბილისი, დაკრძალულია სტეფანწმინდაში ) – ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი და მსახიობი. ალექსანდრე ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“. სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმედ ავადმყოფობდა. მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885) ძირითადად 1880–1885 წლების განმავლობაში შექმნა. მწერალზე გავლენა ქართულმა, რუსულმა და ფრანგულმა ლიტერატურამ მოახდინა.