,,წინამდებარე კრებული ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების ამ ნაკლებად ცნობილი ან მხოლოდ „განდობილთათვის“ ცნობილი ნამუშევრების თავმოყრის პირველი მცდელობაა. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგთა ჯგუფმა მოიპოვა, დაამუშავა და ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის მოამზადა ყაზბეგის დაუმთავრებელი მოთხრობები, პიესები, სცენები, ჩანაწერები, ზღაპრები დაუბეჭდავი პუბლიცისტური წერილები, ლექსები, იმ დაბეჯითებული რწმენით, რომ დიდი მწერლის ერთი ახალი სიტყვაც კი ფასდაუდებელი განძია საზოგადოებისთვის. ამ ტექსტების წაკითხვა ახალი რაკურსით წარმოაჩენს ყაზბეგის მწერლურ მასშტაბს, მის მაღალ ლიტერატურულ გემოვნებას, ჟანრულ, სტილისტურ, აზრობრივ და მხატვრულ შესაძლებლობებს" – ირმა რატიანი.