ავტორის შესახებ
ჯონ ერნსტ სტეინბეკი (დ. 27 თებერვალი, 1902 — გ. 20 დეკემბერი, 1968) — ამერიკელი მწერალი. 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ყველაზე კარგად ცნობილია ნოველით „თაგვებსა და ადამიანებზე“ (1937) და პულიცერის პრემიით დაჯილდოებული რომანით „მრისხანების მტევნები“ (1939). ორივეში აღწერილია დიდი დეპრესიის პერიოდში მუშათა კლასის ცხოვრება.