ავტორის შესახებ
ბიორნსტიერნე ბიორნსონი ( დ. 8 დეკემბერი 1832, კვიკნე (ტინსეტი), ნორვეგია – გ. 26 აპრილი 1910, პარიზი, საფრანგეთი ) – ნორვეგიელი მწერალი და პოეტი, ნორვეგიის ჰიმნის ტექსტის ავტორი. 1903 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი დიდებული და შთამბეჭდავი პოეზიისთვის, რომელიც შთაგონების სინორჩითა და სულის იშვიათი სისპეტაკით გამოირჩევა“.