ნარკვევში „როგორ გავხდი პოეტი", მომავალმა ნორვეგიელმა ნობელიანტმა ბიორნსტიერნე ბიორნსონმა საზეიმოდ დადო ფიცი, რომ შექმნიდა „წინაპართა გალერეას" ისტორიულ პიესებში, რათა ნორვეგიელთათვის აღედგინა ნაციონალური ღირსება. ბიორნსონს თავისი ფიცისთვის არასდროს უღალატია: მისი შემოქმედება (პოეზია, პროზა, პიესები) განმსჭვალულია ნორვეგიელთა წარსულის სულიერი ერთობით თანამედროვეობასთან, მშობლიური ხალხის თვისებურებათა განდიდებით. კრებულში მისი რამდენიმე მოთხრობაა თავმოყრილი. წიგნში შესულია ასევე ბიორნსტირნე ბიორნსონის სანობელო ლექცია.