ციფრული ბიბლიოთეკა

ბობ დილანი

1941 -

ავტორის შესახებ

ბობ დილანი (ინგლ. Bob Dylan, ნამდვილი სახელი — რობერტ ალენ ციმერმანი (ინგლ. Robert Allen Zimmerman(; დ. 24 მაისი, 1941, დულუთი, აშშ) — ამერიკელი სიმღერების ავტორი, მომღერალი, მხატვარი და მწერალი. ხუთ ათწლეულზე მეტია გასული, რაც იგი გავლენიანია პოპულარულ მუსიკაში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1960-იანებში, როდესაც „თაობის ხმად“ ჩამოყალიბდა, სიმღერებით „Blowin' in the Wind“ და „The Times They Are a-Changin'“, რომლებიც სამოქალაქო და ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მუსიკალურ ბაზად იყენებდა ხალხურ მუსიკას, 1965 წელს „Like a Rolling Stone“-ით ძალები უფრო პოპულარულ მუსიკაში მოსინჯა.