ავტორის შესახებ
თეიმურაზ ბერიძე ( დ. 16 ნოემბერი, 1956, თბილისი ) – ქართველი ეკონომისტი. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1988-1992 წლებში სწავლობდა სსრკ აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1993-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, 1995-1996 წლებში – მერილენდის უნივერსიტეტში; შემდგომ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. ამჟამად მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1992 წელს — სადოქტორო.