ციფრული ბიბლიოთეკა

ალფრედ ადლერი

1870 - 1937

ავტორის შესახებ

ალფრედ ადლერი( დ. 7 თებერვალი, 1870 – გ. 28 მაისი, 1937 ) – ავსტრიელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი, ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური ფსიქოლოოგიის სკოლის დამფუძნებელი. მან გამოკვეთა ინდივიდში არასულფასოვნების განცდა, გრძნობა და შექმნა თეორია არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ, ეს ადამიანის ფსიქიკის ცალკე ფენომენია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის თვითჩამოყალიბება-განვითრებაში. ადლერი ადამიანს ინდივიდუალურ მთლიანობად განიხილავდა და, ამიტომაც, ის თავის თეორიას „ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას“ უწოდებდა (ოღგლერი 1976). ადლერი პირველი იყო, ვინც ხაზი გაუსვა სოციალური ელემენტის მნიშნელობას ინდივიდის გარესამყაროსთან თვითშეგუების პროცესზე. კვლევაში, რომელიც ჩატარდა 2002 წელს, ზოგადი ფსიქოლოგიის მიმოხილვა ადლერი მე-20 საუკუნის 67-ე ყველაზე გამოჩენილ ფსიქოლოგად დასახელდა.