ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სქესთა შორის ურთიერთობები

გამოცემის წელი2015
გამომცემლობაპეგა

დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ალფრედ ადლერის ამ შესანიშნავ წიგნში გადმოცემულია მის მიერ შექმნილი სექსუალობის თეორია, რომელშიც მკვეთრად დაუპირისპირდა ზ. ფროიდის შეხედულებებს. ადლერი, ფროიდისგან განსხვავებით, ამტკიცებდა, რომ პიროვნება, მთელი მისი მრავალფეროვნებით განსაზღვრავს სექსუალური მისწრაფებების ხასიათს.

წიგნი შედგება ორი ნაწილისგან, რომლებშიც ოთხი თავი შედის. პირველი თავი ხსნის ადლერის შეხედულებებს „ქალურ საკითხზე“, რომელთა მიხედვითაც ცხადია, რომ ის სქესთა თანასწორობის მომხრეა. მეორე თავში გაკრიტიკებულია სქესთა შორის ურთიერთობების ფროიდისეული თეორია. მეორე ნაწილის მესამე თავში განხილულია მამაკაცებს და ქალებს შორის სექსუალური ურთიერთობები ფსიქოლოგიურ ასპექტში, სქესობრივი აღზრდისა და სქესობრივი მომწიფების საკითხები. ამავე ნაწილის მეოთხე თავში გამოკვლეულია სიყვარულისა და ქორწინების პრობლემები, მათ შორის ყოველგვარი გართულებების მიზეზები, გამოვლენილია სიყვარულისა და ქორწინებისთვის მომზადების პერიოდში წარმოქმნილი მამოძრავებელი ძალები.