ავტორის შესახებ
აბატი პრევო (ანტუან ფრანსუა პრევო დ’ეგზილი) ( დ. 1 აპრილი, 1697 – გ. 25 ნოემბერი, 1763 ) – XVIII საუკუნის ფრანგი მწერალი. აბატი პრევოს ეკუთვნის განმანათლებლური რომანები „ქვეყნისგან განდგომილი წარჩინებული კაცის ჩანაწერები და თავგადასავლები“ (1728-1732), „თანამედროვე ბერძენი ქალის ამბავი“ (1740), „ინგლისელი ფილოსოფოსი...“ (1731–1739). მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „კავალერ დე გრიესა და მანონ ლესკოს ამბავი“ (1731). ამ ფსიქოლოგიურ-სანტიმენტალურმა ნაწარმოებმა მრავალ შემდგომ მწერალზე იქონია გავლენა. „კავალერ დე გრიესა და მანონ ლესკოს ამბავი“ პირველად ქართულ ენაზე 1939 წელს ითარგმნა ქ. ირემაძის მიერ.