ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

წიგნი ტრისტანისა და იზოლდასი; მანონ ლესკო; პოლი და ვირჟინი

მთარგმნელიგერონტი ქიქოძე
გამოცემის წელი1984
გამომცემლობანაკადული

„წიგნნი ტრისტანისა და იზოლდასი“ კელტმა მგოსნებმა ბარდებმა შექმნეს უძველეს დროში. შემდეგ ფრანგმა პოეტებმა ტრუვერებმა ერთ დასრულებულ პოემად აქციეს მეთორმეტე საუკუნეში, ხოლო მე-19 ს. გამოჩენილმა ფრანგმა მეცნიერმა ჟოზეფ ბედიემ ახალ მხატვრულ პროზაში აღადგინა დარჩენილი ტექსტების მიხედვით. აბატი პრევოს წიგნმა „მანონ ლესკომ" დღემდე შეინარჩუნა მომხიბვლელობა. მოპასანის თქმით ეს არის წიგნი ბუნებრივი ადამიანური გრძნობისა. მე-18 ს. მწერლის ბერნარდენ დე სენ-პიერის „პოლი და ვირჟინი" ნაზი სულით გაჟღენთილი პატარა რომანია. აქ დიდი სიფაქიზითაა გადმოცემული ვნების პირველი გაღვიძება ახალგაზრდა ქალ-ვაჟის გულში.