ავტორის შესახებ
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი ( გ. 1613 ) – ქართველი პოეტი. იყო კულტურული ტრადიციებით ცნობილ ომანიშვილ-ჩოლოყაშვილთ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი; მოურავი თეიმურაზ I-ის კარზე, შაჰ-აბასის ინტრიგების გამო მოღალატედ შერაცხეს; მოაკვლევინა თეიმურაზმა. ჩოლოყაშვილი რუსთაველის ეპიგონი პოეტია. ლექსითა და პროზით გაწყობილ მის სამიჯნურო-სადევგმირო თხზულებაში „ომაინიანი“ მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინ-ჭაბუკის თავგადასავალი. „ომაინიანი“ საინტერესო მასალას შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების წესზე. მხატვრული არასრულყოფილების მიუხედავად, თხზულების პოპულარობა უეჭველია, რასაც ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა სიმრავლე.