,,ვეფხისტყაოსნის" დიდმა პოპულარობამ აღორძინების ხანაში გამოიწვია პოემის გაგრძელებათა შეთხზვა. XVII საუკუნეში პოეტმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა შექმნა საგმირო-რომანტიკული ჟანრის თხზულება ,,ომაინიანი". მასში მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინის თავგადასავალი.