ავტორის შესახებ
ივანე ბერიტაშვილი ( დ. 10 იანვარი, 1885 [ძვ. სტ. 29 დეკემბერი, 1884], 1884, სოფ. ვეჯინი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი – გ. 29 დეკემბერი, 1974, თბილისი ) – ქართველი ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის (1941) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის (1944) აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1935), სოციალისტური შრომის გმირი (1964).