,,ისტორიული მიმოხილვა მოძღვრებისა ადამიანის ბუნების შესახებ საქართველოში, ძველი დროიდან მოყოლებით, ჩემ მიერ დაწყებული იყო 1949–1950 წწ., როდესაც უნივერსიტეტების ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის პროგრამაში შეტანილ იქნა საკითხი ფიზიოლოგიის განვითარებისა, საზოგადოდ, ძველი დროიდან ევროპასა და სხვა ქვეყნებში და, კერძოდ, საბჭოთა კავშირში. ამან გვაიძულა საფუძვლიანად გავცნობოდით ფიზიოლოგიის განვითარების ისტორიას ძველ საბერძნეთში, შემდეგ რომის იმპერიასა და ბიზანტიაში და, ბოლოს, ევროპასა და რუსეთში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინ დაისვა საკითხი აგრეთვე საქართველოს შესახებაც, თუ როგორი იყო ძველად ქართველთა წარმოდგენები ადამიანის ბუნების შესახებ, რა გზით და რა სოციალურ პირობებში მუშავდებოდნენ ისინი მომდევნო საუკუნეთა მანძილზე" – ივანე ბერიტაშვილი.